Home
Category
TV Live Menu
Loading data...

5 ახალი იდეათეკა "საქართველოს ბანკისგან"

BM.GE
13.04.21 08:28
428
საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში რეგიონში კიდევ 5 ახალი იდეათეკა გაიხსნება ესენია: ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა; ამბროლაურის საჯარო სკოლა; ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა; დუისის საჯარო სკოლა და ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლა. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლებაა. ბანკი უკვე მეორე წელია ანხორციელებს იდეათეკების პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას.