04.Feb .2021 09:46

500 Startups-ის აქსელერაციის მეორე ეტაპი დაიწყო - კახა გელაშვილი საქმიან დილაში

Back

500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. 12 დან 5 სტარტაპი Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს. ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. პროექტის მეშვეობით სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მენტორინგი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის დამფუძნებლებისგან და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები, რათა შეძლონ გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან 5 დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკისგან მიიღებს. საბოლოოდ კი, 2 რჩეული კომპანია სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

კახა გელაშვილი გეგა წურწუმიასთან და გეგა თოფაძესთან ერთად Payze-ს გუნდის წევრია, რომელთაც შექმნეს უნივერსალური, ე.წ „Bill-Splitting“ მოდელი, რომლითაც პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ, საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა.

სტუმარი: კახა გელაშვილი - payze-ს თანადამფუძნებელი