Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

17 396 ლარი 6 დღიან ვიზიტში

5a434e12c4c5e
BM.GE
27.12.17 12:36
912
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს 120 ათასი ლარი. მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებს და 2016 წელს 108 ათას ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება.

"2014-2017 წლებში ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯები გაწეულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის ვიზიტებზე. მაგალითად, 2014 წელს სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის და ლალი ფაფიაშვილის ქალაქ სეულში 6 დღიან ვიზიტში ჯამში გადახდილია 17 396 ლარი.

2015 წელს გიორგი პაპუაშვილის ქალაქ ვენეციაში ერთ დღიანი ვიზიტის ხარჯმა შეადგინა 7 974 ლარი, საიდანაც მგზავრობის ხარჯი შეადგენს 5 480 ლარს. გიორგი პაპუაშვილი სამ დღიანი ვიზიტით ვენეციაში იმყოფებოდა ასევე 2016 წელს, რისმა ხარჯმაც შეადგინა 7 043 ლარი. მგზავრობის ხარჯი ამ შემთხევაში შეადგენდა 4 821 ლარს.

2017 წლის საწყის 8 თვეში ყველაზე დიდი თანხა 8470 ლარი დაიხარჯა 2017 წლის 22-27 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ვიზიტში სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში”,- ნათქვამია კვლევაში.