Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება

5a8be7203ec54
მეგი კავთუაშვილი
20.02.18 13:13
699
1 მარტიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან. საცდელად 14 ქუჩა/გამზირი შეირჩა:

ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი მნიშვნელოვნად ზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა ვთხოვო შესაბამის სამსახურებს მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება მიკროავტობუსები. ეს მოგვცემს საშაულებას ის ქაოტური გადაადგილება რაც ხდება ცენტრალურ ქუჩებზე გარკვეულწილად იყოს მოწესრიგებული და დალაგებული.“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თუ პროექტმა გაამართლა, მერია მთელი ქალაქის მასშტაბით ანალოგიურ მიდგომას გამოიყენებს.