Home
Category
TV Live Menu
Loading data...

56 დღე & 22 ქვეყანა: ავტობუსის მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარშრუტი სტამბოლიდან ლონდონამდე

BM.GE
30.03.23 10:36
54
7 აგვისტოდან მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტობუსის მარშრუტი ამოქმედდება, რომელიც მგზავრებს სტამბულიდან ლონდონამდე 56 დღეში ჩაიყვანს. ინდური კომპანია advanture overland-ის შექმნილი 12 000 კილომეტრიანი მარშრუტი ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიისა და დასავლეთ ევროპის 22 ქვეყანას მოიცავს და მგზავრებს ამ ქვეყნების სხვადასხვა ქალაქის მონახულება და იქ ღამის გატარებაც შეეძლებათ. რაც შეეხება ავტობუსს, ის 30 მგზავრზეა გათვლილი, თითოეულ მათგანს კი, ამ მოგზაურობისთვის 24,300 დოლარის გადახდა მოუწევს. ამ თანხაში ყოველდღიურ საუზმესთან ერთად 30 ლანჩი და ვახშამი, ასევე სასტუმროში განთავსება და ბარგის ღირებულებაც შედის. უფრო მეტ დეტალს, თუ რას სთავაზობს 56 დღიანი ავტობუსის მარშრუტი მგზავრებს?