Home
Category
TV Live Menu
Loading data...

7 მილიონიანი ინვესტიცია - “ტიმეომ” ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გახსნა

BM.GE
15.06.22 19:49
282
ლოკოკინების წარმოება საქართველოში სულ უფრო პერსპექტიული მიმართულება ხდება. მითუმეტეს, მიმდინარე წლიდან ლოკოკინა დაემატა იმ პროდუქტების ჩამონათალს, რომლის ექსპორტიც დაშვებულია ევროკავშირის ბაზარზე. გუშინ მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კერძოდ წილკანში კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. კომპანიამ პროექტში დაახლოებით 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია გადამუშავებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანს. პროექტის ფარგლებში შემოსავლის წყარო გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო, რომელთაც შეეძლებათ ბუნებაში შეგროვებული ველური ლოკოკინა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ საწარმოში ჩააბარონ.