Home
Category
TV Live Menu
Loading data...

A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა შეწყდა

BM.GE
20.03.23 14:17
98
დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა. პირველი აპრილიდან კი ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. გასული კვირის მიწურულს შესაბამისი დადგენილება მიიღო თბილისის საკრებულომ. ამასთან, მგზავრთა გადაყვანის რეფორმის მესამე ეტაპიდან გამომდინარე ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს ემატება ორი ახალი სტრუქტურული ერთეული - საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახური და სანებართვო-ანალიტიკური სამსახური. რის გამოც იზრდება სააგენტოს ბიუჯეტი. როგორც აფასებენ ცვლილებებს საკრებულოს წევრები და რა შენიშვნები გაჟღერდა მათი მხრიდან?