Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეპუტატი: პენსიონერებს "ლიბერთი ბანკში" პრობლემები ექმნებათ

5a25235a929dc
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.17 14:27
913
პარლამენტის უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, პენსიონერებს "ლიბერთი ბანკში" სერვისების მიღების დროს პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გამოსვლისას  აღნიშნა. კობერიძემ სებ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, დაინტერესდეს ამ საკითხით იმისთვის რომ პენსიონერებმა სახელმწიფო სერვისების მიღება ბანკის გავლით კომფორტულად შეძლონ.

როგორც კობერძემ აღნიშნა, მსგავსი პრეტენზიებით მას არაერთი პენსიონერი მიმართავს.

"არის ხოლმე პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ან არ აძლევენ "პინკოდს", ან არ აქვთ პინკოდი ან ერთი წლის შემდეგ ეს პინკოდი ძალას კარგავს და ა.შ. მათ (პენსიონერებს) ისედაც უხერხულობები ექმნებათ... ჯერ პენსიაც არ არის ისეთი, რომ ღირსეული სიბერისთვის იყოს საკმარისი და კიდევ დამატებით გარკვეული პრობლემების შექმნა - რიგები, რომ თანხა გამოიტანონ ფილიალებიდან",- აღნიშნა კობერიძემ.

დეპუტატის განცხადებას გარკვეულწილად დაეთანხმა კობა გვენეტაძეც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით „არსებობს გარკვეული საკითხები“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატს საკითხის შესწავლას დაჰპირდა.