Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Telia Sonera "ჯეოსელის" გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5a6af843ee46a
BM.GE
26.01.18 14:00
905
Telia Sonera "ჯეოსელის" გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი დაეთანხმნენ მათი და Turkcell-ის მფლობელობაში არსებული კომპანიის - „ჯეოსელის“- 100%-იანი წილის გასხვისებას "სილქნეტზე".

"მოხარული ვარ, დავაანონსო კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი, ევრაზიის დატოვება და ნორდიკულ და ბალტიის რეგიონებზე ფოკუსირება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო „ჯეოსელის“ თანამშრომლებს მათი კონტრიბუციისთვის და ვუსურვო საუკეთესო კომპანიის განვითარების შემდეგ ფაზაში“,- აღნიშნა Telia Company-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდმა.

ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება Telia-მ 2015 წელს მიიღო, ერთ-ერთ მიზეზად კი რეგიონის ქვეყნებში კორუფციის არსებობა სახელდებოდა.
ევრაზიის ბაზარზე კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში. ბაზრის დატოვების სირთულეებზე კომპანიამ არაერთხელ ისაუბრა.

კომპანია საკუთარ კვარტლურ ანგარიშში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიულად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.

დღეს გახდა ცნობილი, რომ "ჯეოსელს" "სილქნეტი" ყიდულობს.