Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

GGU გურიაში ჰესის მშენებლობის დაწყებას 2018 წელს გეგმავს

59f33fa4d2c51
დავით ჯალაღონია
27.10.17 19:00
706
Georgia Global Utilities-ს ხელმძღვანელის არჩილ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, კომპანიამ გურიაში „ზოტი ჰესის“ მშენებლობისთვის მთავრობას შესაბამისი გარანტია უკვე წარუდგინა.

„ახლახანს მოხდა მთავრობაზე მემორანდუმის დამტკიცება. ჩვენ სამშენებლო გარანტიაც წარვადგინეთ, 4.4 მლნ დოლარის ღირებულების. ეს არის 60 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი და 2018 წლის სექტემბერში მშენებლობას ვიწყებთ. 2020 წლის ბოლოს კი ექსპლოატაციაში უნდა გავუშვათ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 44 მეგავატია.