Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური პროექტები აჭარაში

BM.GE
22.12.22 12:10
126
სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელია. საერთაშორისო პრაქტიკისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული სტანდარტებით განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ვითარდება და პრიორიტეტი სწორედ ადამიანური უნარების განვითარებას, განათლებას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნას ენიჭება. სწორედ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული პროექტი, რომელმაც ჰესის მშენებლობის პარალელურად პროექტის განხორციელების არეალში არსებული მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შუახევი ჰესია. 2014 წლიდან დღემდე ჰესის მშენებელმა კომპანია - აჭარისწყალი ჯორჯიამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები განახორციელა. სოციალური პროექტების განხორციელებას აჭარისწყალი ჯორჯია კვლავ აქტიურად აგრძელებს. 2022 წელს კომპანიამ 4 პროექტი დააფინანსა, რომლებიც მაღალმთიან აჭარაში კაკლისა და ჟოლოს ბაღების გაშენებას, საოჯახო სასტუმროს მშენებლობასა და კაკლის საშრობის მოწყობას ითვალისწინებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სოციალური პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.