Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#ADB​-ის ანგარიში - #ინტერვიუ​ შეინ როზენტალთან

BM.GE
07.05.21 12:47
493
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ზომა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარსა და თებერვალში არსებული ეკონომიკური ვარდნა იყო. ხოლო თავად იანვარსა და თებერვალში არსებული ვარდნის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი - "საბაზისო ეფექტი".

კონკრეტული თვეების ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებით იანგარიშება, 2020 წლის იანვარსა და თებერვალში კი საქართველოში COVID-19-ის კრიზისი ჯერ კიდევ არ იდგა. კრიზისული ვითარება და ლოქდაუნი ქვეყანაში 2020 წლის მარტში დაიწყო, სწორედ ამ კრიზისულ პერიოდთან შედარებით 2021 წლის მარტში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4%-იანი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ. ამ წელს საქართველოს მთავრობა 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავს. თუმცა ვაქცინაციის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ზრდის პროგნოზს შემცირების მიმართულებით გადახედეს. აპრილის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, 28 აპრილს კი აზიის განვითარების ბანკმა პროგნოზი 4.5%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

რას ნიშნავს ეს შემცირებული პროგნოზი და რა მოლოდინები არსებობს სხვა მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით?

შეინ როზენტალი - აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.