Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Colliers: თბილისის ცენტრალურ ნაწილში მიწის ფასი გაიზრდება

5a607bbc57a9e
BM.GE
18.01.18 14:47
648
Colliers International Georgia-ს გენერალური დირექტორის ირაკლი კილაურიძის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის ფასი გაიზრდება. მისი თქმით, საქართველოში ქალაქების ზრდისა და განვითარების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ძირითადად ეს დედაქალაქის ხარჯზე ხდება. 

"ურბანიზაციის დონე ნელ-ნელა იზრდება, რაც გარდაუვალია. რადგან საქართველოში ურბანიზაციის ძალიან დაბალი, დაახლოებით 55%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, ეს მაჩვენებელი მინიმუმ 75%-მდე უნდა გავზარდოთ. 

ქალაქების ზრდას რაც შეეხება, ვფიქრობ, დიდი წილი მაინც თბილისზე მოვა და დედაქალაქი უფრო გაფართოვდება და გაიზრდება. აქედან გამომდინარე, გარეუბნების განვითარება აქტუალური გახდება. აღსანიშნავია, რომ უკვე დღეს კარგი სადეველოპერო მიწების დეფიციტია, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის ამ ნაწილში მიწის ფასები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აიწევს. უკვე გაზრდილიც არის და ეს ტენდენცია შენარჩუნდება",- აღნიშნავს Colliers International Georgia-ს გენერალური დირექტორი.