Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ადგილობრივები „ლოპოტა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ - ინვესტორის პასუხი

BM.GE
01.12.21 14:35
316
სოფელ ლაფანყურში გუშინ „ლოპოტა ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს. როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, ადგილობრივები ჰესის აშენებას არ დაუშვებენ, რადგან მათი ინფორმაციით, ელექტროსადგურის მშენებლობის შედეგად, მდინარის წყალი მილებში მოექცევა, სოფელი კი როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. კონკრეტულად, რა სახის სამუშაოების დაწყებას გეგმავს ინვესტორი და რა მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს?