03.Feb .2023 19:35

აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება - მოსახლეობა ე.წ მთავრობის გადადგომას ითხოვს

Back

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც, მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება. გრაფიკის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგია დღეში 5-7 საათი ითიშება, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა მაინინგი და გამრიცხველიანებაა, მოსახლეობა გადასახადებს არ იხდის.