Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„აგენტების კანონპროექტი“ - ბიზნესის ხმა

BM.GE
03.03.23 18:07
129
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკის, ასევე საკომიტეტო განხილვის დროს დეპუტატებს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, პარლამენტის ორმა კომიტეტმა „გავლენის აგენტების შესახებ“ „ხალხის ძალის“ დეპუტატების ინიცირებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო. ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს და არაერთი სხვა მეგობარი ორგანიზაციის კრიტიკული დამოკიდებულების შემდეგ საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების ნაწილმა ღიად გამოხატა შეშფოთება, რომ აღნიშნული კანონი უარყოფით აღქმას ჩამოაყალიბებს უცხოური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებზე, შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და დააზიანებს საინვესტიციო გარემოს.