Home
Category
TV Live Menu
Loading data...

,,აგრონომი“ საქართველოს ბაზარს მცენარეთა დაცვის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს

BM.GE
22.07.22 11:10
205
კომპანია ,,აგრონომი“ საქართველოში პესტიციდების, მინერალური სასუქების, სათესლე მასალის და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. ის საქართველოს ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მომხმარებელთა ერთ-ერთ პირველ მხარდამჭერად იქცა. კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 11 მომსახურების ცენტრითაა წარმოდგენილი. აგრონომის მომხმარებლებს შორის განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერები, მცირე დილერები და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მსხვილი მწარმოებლები არიან.