26.Jan .2022 10:31

Airbnb ეძებს ადამიანს, რომელიც იტალიაში 1 წელი უფასოდ იცხოვრებს

127
Back

ოცნების სამუშაო - Airbnb ეძებს ადამიანს, რომელიც იტალიაში 1 წელი უფასოდ იცხოვრებს და ტურისტებს მოემსახურება. როგორც ცნობილია, შერჩეული კანდიდატი რესტავრირებულ სახლში სრულიად უფასოდ იცხოვრებს და მეტიც სასტუმრო მისთვის შემოსავლის წყაროც გახდება. მასპინძელი თავად აირჩევს სასურველ საძინებელ ოთახს, ხოლო სახლის დანარჩენ ნაწილს Airbnb-ზე განათავსებს და გაქირავების შემდეგ ყველა შემოსავალს სრულად შეინარჩუნებს იქ ყოფნის განმავლობაში.