Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ალდაგმა” ავეჯის სახლ “პანცილიონს” ხანძრით მიყენებული ზარალი აუნაზღაურა

BM.GE
30.06.21 10:15
382
სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" ავეჯის სახლ პანცილიონს ხანძრის შედეგად მიყენებული 700 000 ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა. პანცილიონის კუთვნილი საწარმო ახალი წლის დღეებში სრულად დაიწვა. განადგურდა 2000 კვ.მ ფართზე მოქმედი რბილი ავეჯისა და მატრასების საწარმო. სადაც წარმოებაში გამოსაყენებელი მანქანა-დანადგარები, ინვენტარი და მზა პროდუქტი ინახებოდა. ექსპერტიზის მიხედვით, სრული მატერიალური ზიანი 1 400 000-მდე ლარს შეადგენს. ალდაგში მხოლოდ ინვენტარი და მარაგის ნაწილი იყო დაზღვეული, რომელიც კომპანიას სრულად (700 000 ლარმდე) აუნაზღაურდება.