Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ალიანს ჯგუფი” - BAG-ის ახალი წევრი

BM.GE
07.07.22 13:54
234
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებ „ალიანს ჯგუფი“ შეურთდა, რომელიც 2005 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი სამშენებლო სექტორში და კომპანიის მიზანია შექმნას არქიტექტურული ნიშა და ახალი საინვესტიციო პერსპექტივები უძრავი ქონების ბაზარზე. „ალინსს“ უკავშირდება 2005 წელს, ბათუმში, პირველი თანამედროვე კორპუსის მშენებლობა,. 2010 წელს კი შეიმუშავეს სასტუმრო აპარტამენტების მართვისა და გაქირავების პირველი სისტემა, რომელიც საგრძნობლად დაეხმარა სექტორს განვითარებაში. 

ალიანს ცენტროპოლისი, ალიანს პალასი და ალიანს ფრივილიჯი - ეს ის პროექტებია, რომლებიც უნიკალური უსაფრთხოების ტექნოლოგიებით, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებითა და გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით სამშენებლო სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;

თემურ ბიწაძე - "ალიანს ჯგუფი"-ს ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;