Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ლუდის დარგი 2-3%-ით გაიზარდა"

5a855751e9a9e
მაია ბიწაძე
15.02.18 14:40
797
გასულ წელს ლუდის დარგის ზრდამ დაახლოებით 2-3% შეადგინა, - ამის შესახებ Bm.ge-ს "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, რომ არა ლუდის აქციზის სტრუქტურის ცვლილება, დარგის ზრდა მინიმუმ 5-6% იქნებოდა.

"აქციზის სტრუქტურის ცვლილებამ პროდუქციის ნაწილი გაგვიძვირა, ნაწილი კი გაგვიიაფა. გაძვირდა მაღალ ალკოჰოლური ლუდები, რომლის წილიც ჩვენ პორტფელში 3%-ია, გაიაფდა ლაითი, ანუ დაბალ ალკოჰოლური ლუდები, რასაც 20% უკავია, ხოლო, რაც იგივე დარჩა, ანუ 77%, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ხუთ გრადუსიანი ლუდებია. შესაბამისად, საშუალო შეწონილი აქციზის გადასახადი ოდნავ შემცირდა, კომპანია "ნატახტარის" შემთხვევაში ამ თანხამ 500 ათასი ლარი შადგინა, რაც სრულად კომპანიის განვითარებაში რეინვესტირდა “ - განუცხადა Bm.ge-ს ,,ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ლუდის აქციზის სტრუქტურა 2017 წლის 1 ივლისიდან შეიცვალა და ძალაში 15 ივლისს შევიდა, ცვლილების თანახმად აქციზის გადასახადი არა ლიტრაჟს არამედ ლუდში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით განისაზღვრა. ძველი სქემით 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 60 თეთრს შეადგენდა, ცვლილების თანახმად კი ამ გადასახადმა 1 გრადუს ალკოჰოლზე 12 თეთრი შეადგინა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალგრადუსიანი ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 4-დან 4,7 გრადუსამდეა, გაიაფდა, ხოლო მაღალალკოჰოლური, ანუ, რვაგრადუსიანი ლუდი გაძვირდა, მისმა ფასმა ლიტრზე 60-ის ნაცვლად 96 თეთრი შეადგინა, თუმცა, მაღალ ალკოჰოლურ ლუდს იმდენად მცირე წილი უკავია ჩვენს პორტფელში ( 3%) და ზოგადად საქართველოს ბაზარზე, რომ ფასის ზრდამ ამ სეგმენტს არაფერი დააკლო, ეს ლუდები ისედაც ძვირიან საფასო კატეგორიას მიეკუთვნება და მისმა მომხმარებელმა მიიღო ეს გაძვირება.

აქციზის სტრუქტურის ცვლილების, შედეგად მივიღეთ ძალიან კარგი ტენდენცია, განვითარდა ე.წ ლაითი, ანუ დაბალალკოჰოლიანი ლუდების სეგმენტი, 10-15 %-ით გაიზარდა და მთლიან დარგში 20%-იანი წილი დაიკავა. ეს არის ძალიან კარგი ტრენდი, მომხმარებელმაც ძალიან კარგად მიიღო ეს სეგმენტი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ამ მიმართულებით კიდევ გავაძლიეროთ მუშაობა", - განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.