Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნული ბიბლიოთეკა და ეკვილიბრიუმი ბორჯომში ტყის აღდგენის ინიციატივას უერთდებიან

599d18a5045ff
BM.GE
23.08.17 09:07
1140
ეროვნული ბიბლიოთეკა და ეკვილიბრიუმი ბორჯომში ტყის აღდგენის ინიციატივას უერთდებიან. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.

"არ მიყვარს იმ საქმეებში გადაჭარბებით ჩარევა, სადაც ჩემი კომპეტენცია და შესაძლებლობები ნაკლებია. მე მხოლოდ ტკივილი შემიძლია გამოვხატო საშინელების გამო, რაც ახლა ბორჯომის ტყეებში ტრიალებს. ბავშობაში, ხეებს რომ ჭრიდნენ, ვოცნებობდი, გაქცევა შეძლებოდათ, ახლაც ეს ფიქრი მეძალებოდა. აღფრთოვანებას იმსახურებს ყველა ის მამაცი და პროფესიონალი ადამიანი, ვინც დღეს სტიქიას ერკინება. რამდენიმე თვის წინ ჩვენც დავრგეთ ხეები იმ ფერდობებზე. გადავწყვიტეთ და ეროვნულიბიბლიოთეკა და ეკვილიბრიუმი მზად არის, აღდგენის პერიოდში, მოხალისეობრივი რაზმებით ჩაერთოს და მონაცვლეობით გააზავნოს თანამშრომელთა ჯგუფები",-წერს კეკელიძე.

კერძო სექტორის წარმომადგენლები, გამოდიან ინიციატივით, გადამწვარი ბორჯომის ტყის მასივი აღადგინონ. აქცია თიბისი ბანკისა და ბორჯომის ინიციატივით დაიწყო, მას უკვე შეუერთდა თემურ ჭყონია და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია".