Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის ამოქმედდება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი?

59ef47a151f39
ელენე გოგბერაშვილი
24.10.17 18:00
833
საქართველომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა თითქმის დაასრულა. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კვლევის სამუშაო ვერსია მზად არის, თუმცა დოკუმენტი წლის ბოლოს გასაჯაროვდება, რის საფუძველზეც ქართული და ინდური მხარე ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველომ მსგავსი პროცედურები გაიარა ჩინეთთან თავსუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. როგორც მარიკა გაბუნია აცხადებს, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი წლის ბოლოს ამოქმედდება. ამ ეტაპზე შეთანხმების დოკუმენტი ჩინეთსა და საქართველოში რატიფიცირების პროცედურებს გადის.
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა ღრმავდება საავიაციო მიმართულებითაც. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლით ინდური ავიაკომპანიები ინტერესდებიან.