Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რომელ კომპანიებზე გავრცელდება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს გრანტები და დაზღვევა

5a2a37f5c61cf
BM.GE
08.12.17 10:56
729
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ამოქმედება 2-3 თვეში იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია და მას პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. თავდაპირველად სააგენტოს ფარგლებში ფინანსური გარანტების კომპონენტი ამოქმედდება, ხოლო რამოდენიმე თვეში კი ექსპორტიორების სადაზღვევო კომპანია შეიქმნება.

საპარტნიორო ფონდში  განმარტავენ, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაზღვევა და გარანტები პირველ ეტაპზე გავრცელდება მხოლოდ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე, თუნდაც საქართველოში წარმოების გარკვეული კომპონენტით და ის არ შეეხება რეესქსპორტით დაკავებულ კომპანიებს.

ფონდში "საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ სამომავლოდ, გამორიცხული არ არის, რომ სააგენტომ რეექსპორტით დაკავებული კომპანიებიც დააფინანსოს.

"ექსპორტის საკრედიტო სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოში მოხდეს დამატებითი ღირებულების შექმნა და დასაქმების ხელშეწყობა. რამდენადაც საწყის ეტაპზე ექსპორტის საკრედიტო სააგენტო რესურსები იქნება მაინც შემოფარგლული მნიშვნელოვანია რომ მიღწეულ იქნეს მაქსიმალური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

თუმცა მომავალ ეტაპებზე, რამდენადაც საქართველოს აღებული აქვს გეზი რომ გახდეს რეგიონის სავაჭრო ჰაბის ფუნქციის მატარებელი და რეეექსპორტი სწორედ ამის შემადგენელია, - არ არის გამორიცხული რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეექსპორტის მიმართულებებზეც, თუნდაც შეფუთვისა და აწყობის კომპონენტების გათვალისწინებით გავრცელდეს ექსპორტის საკდედიტო სააგენტოს მომსახურება, რა თქმა უნდა შესაბამისი ანალიზის და დასაბუთების შემდეგ", - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.