Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელჩი: ქვეყნის მარკეტინგულ და პიარ კამპანიებში მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს

5a0d98b19fdbf
BM.GE
16.11.17 17:53
784
"თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებამ ვერ მიაღწია იმ შედეგს და იმ ნიშნულს რომელიც უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები ვლავ საკმაოდ დაბალია, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ელჩი მარკეტინგული ღონისძიებების ნაკლებობას ასახელებს.

"ვფიქრობ რომ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროდ მუშაობა მარკეტინგული მიმართულებით. მაგალითად, საქართველო წარმოდგენილი იყო ბორდოში ღვინის გამოფენაზე, თუმცა საქართველოს მოცვა არ იყო ისეთი ძლიერი როგორც საჭირო იყო. თქვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა მეტი თანხა უნდა დახარჯოთ მარკეტინგულ და პიარ კამპანიებში, იმისთვის რომ ეს შესაძლებლობები რეალიზდეს.

საფრანგეთში საქართველო მცირე ბაზრად მიიჩნევა, იმის ნაცვლად რომ დავინახოთ ის როგორც ჰაბი. სწორედ ამიტომ, ორი ქვეყნის ბიზნესმენებმა ასოციაციის შექმნეს რომლის ფარგლებში სექტორული შეხვედრები გაიმართება. შესაძლოა ამ შეხვედრებში აზერბაიჯანიც ჩაერთოს რადგან ბევრ სფეროში ინტერესები საერთოა", - ამბობს ელჩი.