Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუმსიშვილი ბადაგონის საქმეზე: გამოთქმული ფრაზები აბსურდულია

5a8152763cd52
BM.GE
12.02.18 12:35
747
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის ბადაგონის საქმეზე განცხადებას აკეთებს. ვიცე-პრემიერი კომპანიის მფლობელის მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულსა და აბსურდულს უწოდებს.

"ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში რომ, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება. რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე მე კომენტარს მეტს ვერ გავაკეთებ.
ჩვენ ვართ მთავრობა რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასეულობა და ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება დისკრიმინაციის მცდელობას და შანტაჟს, - საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ეს ხელს ვერ შეუშლის", - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ბადაგონში საგამოძიებო სამსახური გასულ კვირას შევიდა. კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი ამბობს, რომ ბადაგონის მიმართ ინტერესი დიმიტრი ქუმსიშვილსაც აქვს.