Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

BTK პირველი ევროპული ტვირთის მისაღებად ემზადება

5a816cecc45e7
BM.GE
12.02.18 14:29
805
ავსტრია ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალისთვის პირველ სატვირთო მატარებელს ამზადებს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა განუცხადა და დასძინა, რომ დღეისთვის ახლადგახსნილი რკინიგზის გავლით უკვე 500 კონტეინერზე მეტია გადაზიდული.

როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე აცხადებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული.

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთში ტვირთების გადასაზიდად ჩინეთის მხრიდან დიდი დაინტერესებაა. ასევე დაინტერესება გამოთქვეს ცენტრალური აზიის ქვეყნებმა და რუსეთმა, რომელსაც თურქეთისთვის ხის მასალისა და მეტალის მიწოდება და თურქეთიდან სასურსათო პროდუქტების რუსეთში შეტანა სურს", - აღნიშნა გურბანოვმა.

მისივე განცხადებით, აპრილის პირველ კვირას ავსტრიიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ტვირთი ყაზახეთში გაიგზავნება, რაც აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით პირველი ევროპული ტვირთი იქნება.

"ბაქო-თბილისი-ყარსს არაერთი უპირატესობა აქვს, იგი ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და ტვირთის გადაზიდვის დროს", - ამბობს გურბანოვი.