Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მობილური ოპერატორების შემოსავლები საქართველოში

5a4f75b496d12
BM.GE
05.01.18 17:10
1237
2017 წლის პირველ 11 თვეში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 409,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე). ნოემბერში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლებმა კი 37,080,221 ლარი შეადგინა.

11 თვის შემოსავლები მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია:

• მაგთიკომი - 189 მლნ ლარი
• ჯეოსელი - 151 მლნ ლარი
• ვიონი საქართველო (Beeline) – 68 მლნ ლარი
• სილქნეტი - 965 ათასი ლარი
• ჯიმობაილი - 127 ათასი ლარი

ნოემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო და მან 17,101,131 ლარი შეადგინა, მას მოსდევს ჯეოსელი 13,606,799 ლარით და ბილაინი 6,288,421ლარის შემოსავლით.

საქართველოში მობილურის 5,001,409 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგია:

• მაგთიკომი: 1,971,125
• ჯეოსელი: 1,751,267
• ბილაინი: 1,260,540
• სილქნეტი : 17,612

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი 2016 წელს 418 მლნ ლარი იყო, რაც 2015 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 2.7%-ით (11.1 მლნ ლარით) მეტია. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, მაგთიკომის საბაზრო წილი 45.8%-ს შეადგენდა, ჯეოსელის - 36.8%, მობიტელის - 17.0%, სილქნეტის კი 0.3%.

ამასთან, 2015 წლიდან მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, მანამდე შემოსავლები კლებით ხასიათდებოდა. ეს ტენდენცია 2010 წლიდან შეიმჩნევა. ამ დროიდან 2015 წლამდე მობილური ოპერატორების ჯამურმა შემოსავალმა 533 მილიონიდან 407 მილიონამდე დაიკლო. 2015 წლის შემდეგ კი შემოსავლები იზრდება.