Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Forbes - რომელ დიზაინერულ ჩანთებში ღირს ინვესტირება?

5a6b589f52652
მარიამ ადამია
27.01.18 13:28
1307

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის პარალელურად სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ახერხებს ინვესტირებას თავისი პირველი საკუთრების შესაძენად, შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუ რაში ღირს ფულის დახარჯვა? 

პოპულარული ამერიკული სერიალის Sex and The City-ის ერთ-ერთი მთავარი გმირის კერი ბრედშოუს რჩევის მიხედვით, ინვესტირება უნდა მოხდეს ისეთ ნივთში, რომელსაც  ჩანთების თაროზე შემოდებ.

თუკი ზოგიერთ დიზაინერულ ჩანთას  შევხედავთ, მათი ღირებულება წლების მატებასთან ერთად იმდენად იზრდება, რომ ბრედშოუს რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელია.

სწორედ „უკვდავი“ ჩანთის მოდელს განეკუთვნება Chanel-ის „Timeless”, რომელიც წლებია სანდო ინვესტიციად ითვლება და წლებია ყველაზე გაყიდვადი აქსესუარია. თავისი კლასიკური სტილის წყალობით კი მან წარმატებით გაუძლო დროთა სვლას და თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, არ არსებობს ეპოქა, რომელშიც ის აქტუალობას დაკარგავს.



ანალოგიურად უკვე წლებია დროს უძლებს ლუის ვიტონის სამარკო ნიშნით დამშვენებული   ჩანთა Neverfull, რომელიც ვიტონის სხვა აქსესუარების ფასებთან შედარებით მისი ღირებულება დაბალია და ფართო აუდიტორიისთვის მეტად ხელმისაწვდომია. ჩანთა ინარჩუნებს თავის ღირებულებას და მისი გაყიდვის შემთხვევაში, გადახდილი თანხის 80%-ის უკან დაბრუნებას შეძლებთ.



ინვესტირება ღირს ასევე გუჩის ჩანთა „Jackie”-ში. მისი ღირებულება დაახლოებით 900 დოლარს აღწევს, თუმცა, თუკი შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ 70-იანი წლების ტილოსგან შეკერილი ამ ჩანთის ვერსია.

და ბოლოს ფორბსის ტოპ-ჩანთების რეიტინგში მანსურ გავრიელის ჩანთა “Bucket”-იც მოხვდა, რომელიც ყოველ სეზონზე ბოლომდე იყიდება და რომელშიც ნამდილად ღირს ინვესტირება. პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ღირებულებას. ჩანთის რბილი ტყავი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მომხიბვლავი ხდება, ხოლო მისი მსუბუქი ელეგანტურობა ყველანაირ ყოველდღიურ სტილს დაამშვენებს.