Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენიმე მეტროსადგურში დამატებითი ამოსასვლელები გაიხსნას

5a6b5b73ddb25
BM.GE
28.01.18 10:00
1056
მომდევნო წლებში რამდენიმე მეტროსადგურში დამატებითი ამოსასვლელების გახსნის საკითხი განხილება, რაც შეეხება ახალი მეტროს აშენებას, ეს თემა ჯერ დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ მერის მოადგილე მაია ბითაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა

"ახალი მეტროს მშენებლობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და მიმდინარე წელს ეს არ იგეგმება, თუმცა მომდევნო წლებში რამდენიმე მეტროსადგურში დამატებითი ამოსასვლელების გახსნა განიხილება, მაგრამ ეს ჯერჯერობით კონცეფციის დონეზეა", - განაცხადა ბითაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

რაც შეეხება არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაციას, როგორც მერის მოადგილემ განმარტა, წელს ვენტილაციისა და უსაფრთხოების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება, მომდევნო ეტაპებზე კი ესკალატორების შეცვლის საკითხიც განიხილება.