Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში"

5a1d1e336ce80
BM.GE
28.11.17 12:27
687
საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობისა და ახალი ინიციატივების კუთხით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ წელს გვაქვს კიდევ უფრო მეტი გამოხატული ინტერესი მონაწილეების მხრიდან. გაორმაგებულია მონაწილეთა რაოდენობა წელს წინა ფორუმთან შედარებით. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში როგორხ სატრანსპორტი, სავაჭრო, ლოგისტიკურივ ჰაბის მატარებელს. საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტების განხორციელებას. საქართველო არის დღეს ლიდერი არამხოლოდ ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დადასტრურდა, არამედ საქართველო ასევე იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობისა და ახალი ინიციატივების კუთხით.

უფრო იქნება აქცენტი პორტებზე - საქართველო არის ღია ეკონომიკა,მიესალმება თავისუფალ კონკურენციას სხვადასხვა სატრანსპორტო კორიდორებზე. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გავხადოთ კონკურენტუნარიანი და ხელი შევუწყოთ იმ მზარდ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც არის ევროპასა და აზიას შორის. იქნება ეს იმ მნიშვნელოვანი სარკინიგზო პროექტით, რომელიც ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება, არსებული პორტებით თუ ახალი საპორტო ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, აეროპოორტებით, საგზაო ინფრასტრუქტურით, რომელშიც მილიარდებს ვდებთ. ჩვენი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული იმ საჭიროებებზე, რომელიც რეგიონს გააჩნია“,- აცხადებს ჯანელიძე.