Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დავით ბეგიაშვილმა ქონება დაიბრუნოს

5a3a98783150a
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.17 21:00
975
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაიბრუნოს. ამის შესახებ მან პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც მას კითხვა დაუსვეს ჩამორთმეული ქონებების და დავით ბეგიაშვილის შესახებ, რომელმაც ამ დრომდე ქონება ვერ დაიბრუნა.

"ჩემი მინისტრობის პერიოდში გავაკეთე მაქსიმუმი რაც შემეძლო, გადაწყვეტილების სრულად მიღებამდე მას მივეცით საშუალება, შესულიყო მაღაზიაში. მე მას პირადად შევხვდი და მას ჰქონდა პრობლემა, რომ ცნობილ სავაჭრო ბრენდებს გაეწყვიტათ მასთან ურთიერთობა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მის მაღაზიას ფუნქციონირება განეახლებინა იმისთვის, რომ მას ეს კონტრაქტები არ დაეკარგა.

რაც შეეხება იმას, რომ ბოლომდე არ დაბრუნდა ქონება, მე პირადადაც დავუბრუნდები ამ საკითხს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასამართლო სისტემაში ეს საკითხი ბოლომდე ვერ გავიდა და ჩვენ გვაქვს გარკვეული უფლებამოსილების საზღვარი, რომლის იქითაც ვერ წავალთ. თუ გვექნება რაიმე ბერკეტი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანმა უკანონოდ წართმეული ქონება დაიბრუნოს",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.