Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თორნიკე აბულაძე: პარკირების პრობლემას საფასურის მკვეთი ზრდა მოაგვარებს

5a7329916238a
მეგი კავთუაშვილი
01.02.18 18:49
812
თბილისში მანქანის პარკირების პრობლემის მოგვარებისთვის მენაშენეთა ასოციაციამ მერიას რეკომენდაციები მისცა. მათ შორის ყველაზე მთავარი, პარკირების საფასურის ზრდა და არასწორად გაჩერებულ მანქანებზე ადმინისტრირების გამკაცრებაა.

მენაშენეთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში „სითი პარკის“ კუთვნილი 32 ათასი საპარკინგე ადგილია. საერთო ჯამში კი 400 ათასი მანქანა მოძრაობს, რომელსაც არა ერთი, არამედ რამდენიმე პარკინგი სჭირდება.

„თუ ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ ეს მერიამ ან მთავრობამ უნდა მოგვიგვაროს ძალიან ვცდებით. არარეალისტურია, რომ მერიამ ამაზე ფული დახარჯოს. გადაწყვეტილება ძალიან მარტივია, აქ უნდა შემოვიდეს კერძო სექტორი. ამისთვის კი უნდა გაიზარდოს პარკინგის საფასური. ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ საცხოვრებელი კოპრუსის მშენებლობით. ბანკირი, მეღვინე, ექიმი ყველა დეველოპერულ ბიზნსშია შემოსული. თუ ასეთი მოთხოვნაა პარკინგზე, რატომ არ აწყობენ ბანკირები, მეღვინეები და ექიმები პარკინგებს?
იმიტომ რომ მოგება არ არის. მერიას აქვს დაწესებული სოციალური ფასი - წელიწადში 50 ლარი, რაც დემპინგური ფასია. მოგება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აიწევა საფასური. თუ არ იქნება მოგება არ შემოვა კერძო სექტორი. სახელმწიფო კი ასეთ მძიმე პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამიტომ ფუნდამენტური საკითხია პარკინგის საფასურის მკვეთრი ზრდა.“- აცხადებს „საქმიან დილასთან“ საუბარში მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე.

მენაშენეთა ასოციაციის რეკომენდაციები, არასწორად გაჩერებულ მანქანებზე ჯარიმების ოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს და ადმინისტრირების გამკაცრებასაც. თორნიკე აბულაძის მოსაზრებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ „სითი პარკი“ აღარ იყოს მონოპოლისტი და ბაზარზე მსგავსი საქმიანობის სხვა კომპანიებიც გამოჩნდნენ.