Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტეხურის კასკადის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

5a23b518b43fa
BM.GE
03.12.17 13:00
822
ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდ. ტეხურზე ასაშენებელი "ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია სს "ტეხური ენერჯი”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, „ტეხურის კასკადის“ დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 170,050,000 აშშ დოლარი.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 22 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.