Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყოფილი თანამშრომლები "ჰუმანითი ჯორჯიას" სახელფასო დავალიანებას ედავებიან

5a6077763d3c8
თამუნა დემეტრაშვილი
18.01.18 14:26
882
კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლებისათვის სახელფასო დავალიანება დღემდე არ გადაუხდია,- ამის შესახებ bm.ge-ს თანამშრომლების ადვოკატმა ავთანდილ თეთრაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თანამშორომელთა სარჩელის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 თებერვალს დაიწყება.

ადვოკატის ინფორმაციით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, კომპანიასა და ყოფილ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებამ, დავალიანების დაფარვის თაობაზე, შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც იძულებულები გახდნენ საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობა მიეცათ.

„თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ კომანიას თანხებს აღარც სახელმწიფო აძლევდა და აღარც დამფუძნებელი, კოტრდებოდა და დახურვას უპირებდნენ, ამიტომ დავალიანებასაც ვერ დაფარავდნენ“,-აღნიშნა თეთრაშვილმა.

კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი სულ 34-მა თანამშრომელმა შეიტანა, სახელფასო დავალიანება კი ჯამში 326 ათასი ლარია.

ახლახანს bm.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ჰუმანითი ჯორჯიამ"“ 11 მილიონი დოლარის სასესხო დავალიანება, რომელიც კომპანიას საპარტნიორო ფონდისგან წამლების იმპორტის მიზნით ჰქონდა აღებული უკვე დაფარა.

"ჰუმანითი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 2015 წელს სამთავრობო მხარდაჭერით შემოვიდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ახალი კომპანია ბაზარზე წამლების გაიაფებას შეძლებდა. იგეგმებოდა რამდენიმე მინლიონიანი პროექტიც, რომლის ფარგლებშიც ამიერკავკასიაში უდიდესი ფარმაცევტული ქარხანა უნდა აშენებულიყო, თუმცა რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ გეგმები აღარ განხორციელდებოდა. "ჰუმანითი ჯორჯიამ" საბოლოოდ ფარმაცევტული პროექტი გააჩერა და ბაზარი დატოვა. "ჰუმანითი ჯორჯიას“ ბაზარზე შემოსვლა ცნობილი მილარდერის ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდებოდა.