Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მანამდეც კახის მოადგილე ვიყავი და ლოგიკურია, რომ აქაც ერთ-ერთი მოადგილე ვიყო"

59edb1bd1e3ab
BM.GE
23.10.17 13:07
873
თბილისის მერობის პირველ ადგილზე გასული კანდიდატი კახი კალაძე გუნდის წევრებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს. მერიაში კალაძის ოფიციალურად გადასვლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი ხმალაძე იქნება.

"თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ მანამდეც კახის მოადგილე ვიყავი, ლოგიკურია, რომ აქაც მისი ერთ-ერთი მოადგილე ვიყო“, - განაცხადა ხმალაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება იმ სფეროებს, რასაც ხმალაძე ჩაიბარებს, მისი განმარტებით, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"ამაზე ახლა გვიწევს მუშაობა, რომ კახიმ ფუნქციები გაანაწილოს. გუნდი ძლიერი ჰყავს, კომპეტენტური ადამიანები არიან და ყველა მზად არის, ის გააკეთოს, რაც გუნდს და ქალაქს დასჭირდება. მე წინასაარჩევნო პერიოდში სატრანსპორტო ნაწილის პრეზენტაციაც გავაკეთე, ასევე ურბანულის, შემდეგ - ეკონომიკური პოლიტიკის. პროფესიით კი იურისტი ვარ", - აღნიშნა ხმალაძემ.

გარდა ხმალაძისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კალაძის კიდევ ერთი მოადგილე მაია ბითაძე იქნება, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.