13.Oct .2020 09:37

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის ახალი, მულტიფუნქციური სივრცე

296
Back

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობა, რომელიც 1912 წელს, კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით, ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტის მიხედვით აშენდა - ეს მოკლე დახასიათებაა მარჯანიშვილის 7 ში მდებარე შენობისა, რომლის ისტორიის ნაწილსაც თითქმის 20 წელია თიბისი ავსებს. 2003 წლამდე ვიდრე თიბისის სათავო ოფისი დაიდებდა ბინას, 1934 წელს აქ ცენტრალური უნივერმაღიც იყო და რამდენიმე ათეული წელიც ფუნქციონირებდა. ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ახლახანს კიდევ ერთი სიცოცხლე დაიწყო. გახსნა და პრეზენტაცია ისეთი მასშტაბის არ გამოვიდა როგორც ამის სურვილი იყო, მაგრამ შედეგი ზუსტად ისეთი ხარისხით და კონცეფციის არის როგორც აქ ახლა თიბისი კონცეპტს ეკადრება.

სტუმრები: ნატა ხურციძე - თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი;

თორნიკე გოგიჩაიშვილი - თიბისის საცალო ბიზნესის დირექტორი