Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აქცია პარლამენტთან - ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა აქციის ფორმას მიმართეს

BM.GE
22.10.20 18:20
504
დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიები დღეს უწყებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებოდნენ. მათი თქმით, ბოლო ერთი თვეა ბავშვთა გასართობ ცენტრებს კომუნიკაცია აქვთ როგორც აწარმოე საქართველოსთან ისე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. იყო დაპირებებიც, თუმცა როგორც ბიზნესი ამბობს, ისინი არ შესრულდა.