Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას ყიდულობს საქართველო - უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია

5a13c56b257a6
BM.GE
21.11.17 10:17
1042
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8566.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია; სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 2203.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6363.0 მლნ. აშშ დოლარს (7.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4160.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1700.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 555.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 376.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 278.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).