Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საფრთხის შემცველ სამშენებლო პროდუქციას ბაზრიდან ამოიღებენ

5a8550b8e16d3
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.18 13:19
662
საფრთხის შემცველ სამშენებლო პროდუქციას ბაზრიდან ამოიღებენ - ამას ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მოძრაობის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კანონპროექტი გულისხმობს ეტაპობრივად სხვადასხვა პროდუქციის მოცვას, მათ შორის სათამაშოების, სამოქალაქო დაცვის ფეთქებადი საშუალებების, მანქანა- დანადგარების მიმართულებით და ა.შ.

როგორც არველაძემ განმარტა, კანონის შემუშავებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და ევროპულ კანონთან დაახლოება 2022 წლამდე სრულად უნდა მოხდეს.

კანონპროექტი გულისხმობს 3 ღონისძიების გატარებას იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია საფრთხის შემცველია:

1- პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება პროდუქციის ტექნიკური შეუსაბამობის აღმოფხვრა.

2- ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქციის რეალიზაციიდან გამოთხოვა - თუ დადგინდა, რომ პროდუქცია საფრთხის შემცველია, ბიზნესოპერატორს ეძლევა გაფრთხილება. კონკრეტული პერიოდის შემდეგ კი ხდება პროდუქციის ფარული შესყიდვა და თუ აღმოჩნდა, რომ პროდუქცია კვლავ არ შეესაბამება სტანდარტებს, პროდუქციის რეალიზაცია ჩერდება.

3- თუ პროდუქცია სერიოზული საფრთხის შემცველია, ხდება ბაზრიდან მისი ამოღება.