Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონკურენციის სააგენტო დამატებითი საგამოძიებო სტრუქტურის შექმანს არ გეგმავს

no photo
bm.ge
16.11.17 13:20
585
კონკურენციის სააგენტო დამატებით საგამოძიებო სტრუქტურის შექმანს არ გეგმავს- ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა საქმიანი დილის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ დამატებითი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას არ ვაპირებთ საქართველოში. გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ უკვე ის სტრუქტურები, რომელიც დღეს უკვე არსებობს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რომელსაც ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ექსკლუზივი აქვს. არანაირი პრობლემა არ არის არც ფინანსთა სამინისტროს, არც სხვა საგამოძიებო სტრუქტურებთან. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორი მეთოდოლოგიის შემუშავება და ამ მეთოდოლოგიის ისე მიტანა სამართალდამცავებამდე, რომ ჩვენს მთავარ ამოცანას მივაღწიოთ”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კონკურენციის სააგნეტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის პროექტში რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, სამაგალითო ქვეყანად განიხილება ლიტვა და ლიტვის კონკურენციის ორგანო, რომელთანაც მემორანდუმის თანახმად თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს.
ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ამის მიუხედავად ლიტვის მაგალითის სრულად კოპირება საქართველოში არ მოხდება და სიმპათიებს ავსტრიის გამოცდილება იმსახურებს.

"მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ შევქმნათ მოდელი, რომელიც რეალურად ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს",- აცხადებს ნოდარ ხადური.