Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აშშ-დან საქართველოში ტვირთების ჩამოტანა გაძვირდა

BM.GE
28.09.22 09:05
176
აშშ-დან საქართველოში ტვირთების ჩამოტანა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე გაძვირდა, ან გაძვირდება. გადამზიდავი კომპანიები, ამერიკის საწყობში შესულ ამანათებზე ტრანსპორტირების საფასურს ზრდიან. ფასების ზრდა საქართველოში წელს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდიდან ეტაპობრივად დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ აშშ-ში საწვავის მნიშვნელოვანი გაძვირების გამო, ადგილზე გადაზიდვის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რაც საბოლოოდ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირების ფასზეც აისახა.