Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აშშ-ის საელჩო და "გალფი" 10 ქართველი სტუდენტის სწავლას ამერიკულ უნივერსიტეტებში დააფინანსებენ

BM.GE
06.06.23 13:07
55
აშშ-ის საელჩო და "გალფი" ათ ქართველ სტუდენტს ამერიკულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით გაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს. საელჩოს ცნობით, UGRAD-ის პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტები თითო სემესტრს აშშ-ის უნივერსიტეტებში გაატარებენ. 

"UGRAD-ის მსგავსად საქართველოში ვახორციელებთ ოცამდე სხვადასხვა გაცვლით პროგრამას, რითაც ხელს ვუწყობთ უფრო წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს შენებას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ახალგაზრდების ხელშია, ამიტომ მიესალმებიან მსგავს ინიციატივებს.

""გალფთან" ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. მათ სულგრძელი შეთავაზება გაგვიკეთეს, რომ გაზარდონ დაფინანსება ქართველი სტუდენტებისათვის. რომლებიც ერთ სემესტრს ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში გაატარებენ. "გალფი" ამ პროგრამის დიდი გულშემატკივარია, მათი გულუხვობით შეგვიძლია ათი სტუდენტის სწავლა დავაფინანსოთ. ვიცით რომ საქართველოს მომავალი ახალგაზრდების ხელშია და ამ გამოცდილების მისაღებად მერიკაში მათ ვიზიტს მივესალმებით" - განაცხადა კელი დეგნანმა.