Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სამსახურიდან წასვლის შემდეგ ფერმერი გავხდები"

59ca392a0c86e
BM.GE
26.09.17 15:24
913
ფერმერთა ასოციაციამ (GFA), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დააფუძნა. სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ასოციაციის სათათბიროს დაფუძნებისა და სათათბიროს შემადგენლობის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელი იანოშ ჰერმანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელ ფერმერ ნინო ზამბახიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა, ის ამჟამად 2000-მდე ფერმერს აერთიანებს. ასოციაციამ მოკლე დროში შეძლო სახელმწიფოსა და ფერმერთა შორის მაკოორდინირებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბება. ღონისძიების მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს ფერმერთა სათათბიროს მიზნებსა და პრიორიტეტებზე.

5 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფერმერთა ასოციაციას დაარსების 5 წლის იუბილე მიულოცა. მისი შეფასებით, ასოციაცია დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული პროფესიული გაერთიანებაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.

„მე დღეს ალბათ ძალიან დიდი გადაწყვეტილება მივიღე, თუ რას გავაკეთებ ამ სამსახურიდან წასვლის შემდეგ - ერთმნიშვნელოვნად გავხდები ფერმერი და მინდა, იცოდეთ ერთი რამ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის სამაგალითო. ეს არის საზოგადოების ორგანიზების მოდელი და იმის მოდელი, თუ როგორ უნდა აიღოს ცალკეულმა ადამიანმა თავის თავზე პასუხისმგებლობა - სახელმწიფოს კი არ უნდა უყუროს და მისგან რაღაცას ელოდოს, არამედ თავად აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენ ამ მაგალითს აძლევთ ყველას - ადამიანებს, სხვადასხვა დარგობრივ გაერთიანებას და ეს არის ყველაზე მთავარი - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა წამოწყებას და ინიციატივას გარკვეული ფინანსური სტაბილურობა სჭირდება, „ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია უბრალოდ შევქმნათ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იმოქმედოთ ისე, როგორც ახლა მოქმედებთ. ეს შეიძლება იყოს სპეციალური რეჟიმები, ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში თქვენი დახმარება, ეს შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომ უფრო მარტივად გაიტანოთ ხარისხიანი პროდუქტი ექსპორტზე და ასე შემდეგ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.