Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ავიაციისსიახლეები: 2023 წლიდან ევროპის მონახულება ფასიანი ხდება.

BM.GE
27.06.22 10:25
229
შეერთებული შტატები სამ რუსულ ავიაკომპანიას, მათ შორის Aeroflot-ის შემადგენლობაში მყოფ კომპანიას, ამერიკული ნაწილებისა და მომსახურების მიღებას უკრძალავს. Pobeda, Nordwind Airlines- და S7 Airlines-ი, სამი უმსხვილესი გადამზიდავი Aeroflot-ის შემდეგ უახლესი კომპანიებია, რომლებსაც კომერციის დეპარტამენტისგან ექსპორტის კონტროლის დარღვევისთვის ის სააღსრულებლო ზომები შეეხო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არის დაწესებული. 

ზომები რვამდე გაზრდის იმ რუსული ავიაკომპანიების რაოდენობას, რომლებიც მოწყვეტილი არიან ნაწილების, კომპონენტებისა და ტექნიკური მომსახურებისგან, რაც მათ ოპერაციების შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ. რა ხდება დღეს საავიაციო სექტორში როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე?