Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ავიაციისსიახლეები: აშშ აბრამოვიჩის თვითმფრინავის საწვავით შევსებაც კი კრძალავს

BM.GE
21.03.22 11:52
287
ავიაციაში “პარტიზანებს” იმ კერძო თვითმფრინავების მფლობელებს უწოდებენ, რომლებიც არალეგალურად ნებართვის გარეშე, იმ იმედით მიფრინავენ, რომ მათ ვერ შეამჩნევენ და არ დაისჯებიან. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ რუსეთში ავიაციის სფეროში ყველაფერი ბიუროკრატიზებულია და დოკუმენტების მოპოვება დიდ დროსთან და მაღალ ფასთანაა დაკავშირებული. გასულ კვირას, თითქმის ყველა ძირითადი ავიაკომპანია, რომლებიც უცხოური წარმოების თვითმფრინავების ექსპლუატანტები არიან “პარტიზანები” გახდნენ. 

რომელი ქვეყნების მიმართულებით ასრულებენ რეისებს რუსული ავიაკომპანიები? რა სქემით ჩამოართმევს რუსეთი სალიზინგო კომპანიებს თვითმფრინავებს და როგორია საქართველოს აეროპორტებში პოსტპანდემიური მაჩვენებლები?