18.Apr .2022 14:40

#ავიაციისსიახლეები: "ჯორჯიან ეარვეისი" ვერ გაყიდეს

109
Back

2022 წლის მარტის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის მარტის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 64 სატვირთო რეისი შეასრულა. შესრულებული რეისების მიხედვით ატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 53 რეისი განახორციელა. შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელმაც მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 რეისი განახორციელა. გარდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებისა, საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება, ამის შესახებ კი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა.