Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#ავიაციისსიახლეები: რა ღირს ქუთაისიდან მესტიამდე ფრენა?

BM.GE
15.11.21 12:44
323
2021 წელს 2019 წელთან მიმართებით ტურიზის აღდგენის პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ეს კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოკლე ვადაში ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო გავზარდოთ, ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლებისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით გვაქვს 50 %-იანი აღდგენა და ჩვენი მიზანია 2019 წლის მაჩვენებელს რაც შეიძლება დროულად დავეწიოთ. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს, რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სად და რამდენი დახარჯეს არარეზიდენტმა ვიზიტორებმა საქართველოში? რა ღირს ქუთაისის საერთაშრისო აეროპორტიდან მესტიაში ჩაფრენა და რა ტიპის აქიებსა და ფასდაკლებებს აანონსებენ ავიაკომპანიები?