სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია MyWay Airlines-ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა, რის მიზეზადაც კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დასახელდა. როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, თუ MyWay Airlines-ი ხარვეზს გამოასწორებს, შეუძლია ფრენების აღდგენის მოთხოვნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კვლავ მიმართოს.