Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტოიმპორტირების ნაწილი მთავრობის დახმარებას ითხოვს

BM.GE
30.03.22 18:28
288
ავტოიმპორტიორების ნაწილი სახელწმიფოს რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა, რომელიც საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით სამეულში შედიოდა, დღეს სრულად გაჩერებულია, შესაბამისად, ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მყისიერი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამასთან ავტოიმპორტიორები კონკრეტული წლოვანების იმპორტირებულ მეორად მსუბუქ ავტომობილებზე დადგენილი აქციზის შემცირების ინიციატივითაც გამოდიან.